Credit Bureau
http://gfcb.ge
Slide #1 Slide #2 Slide #3 Slide #4 Slide #5
კოლექტორული სააგენტო „საკრედიტო ბიურო“ - ვალების დაბრუნება, დავალიანებათა თანხების ამოღება
დღეს პრაქტიკულად ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება დადგეს პრობლემის წინაშე:
„როგორ დავიბრუნოთ ვალები?“
 
შესაძლოა არ დაგიბრუნონ ხელწერილით გაცემული ვალი, განუსაზღვრელი დროით გადაგივადონ ან საერთოდ უარი გითხრან ვალის დაბრუნებაზე, ანდა უბრალოდ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიები აწყდებიან ვადაგადაცილებულ დებიტორულ დავალიანებებს, ხოლო ბანკები - მსესხებელთა მხრივ კრედიტების დაუბრუნებლობის ან მორიგი შესატანი თანხების გადაუხდელობის პრობლემებს. კრედიტორების უპირველესი და სრულიად გასაგები სურვილია - დამოუკიდებლად, თავისი ძალებით დაიბრუნონ ვალები, მაგრამ შესაბამისი პროფესიული ჩვევებისა და გამოცდილების უქონლობის გამო იშვიათად აღწევენ მიზანს. შედეგად, იკარგება ყველაზე მთავარი - დრო, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია: რაც დრო გადის - მით უფრო რთულდება მსესხებლისაგან ვალის დაბრუნება.
საქართველოში კოლექტორის პროფესია ბევრისათვის ჯერ კიდევ უცხო და გაუგებარია, რადგან დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში უაღრესად განვითარებულმა კოლექტორულმა ბიზნესმა საქართველოში სულ ორი-სამი წელია რაც ფეხი მოიკიდა. კოლექტორი - ეს არის ვალების პროფესიონალი შემგროვებელი (ინგლისური სიტყვიდან - collect – „შეგროვება“) და ეს პროფესია ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში დღითი-დღე სულ უფრო აუცილებელი და ცნობადი ხდება. ჩვენი კოლექტორული სააგენტო - „საკრედიტო ბიურო“ - ეწევა რა საქმიანობას კოლექტორული მომსახურეობის ბაზარზე - ძირითად აქცენტს აკეთებს სასამართლო ორგანოების ჩარევის გარეშე ვალების დაბრუნებაზე და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევს ამ სფეროში, რადგან ბიუროს მუშაკებს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ძალუძთ მონახონ კომპრომისული და ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, ისეთი სიტუაციების წარმოშობისას, როდესაც კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობა სასამართლოს გარეშე ვერ ხერხდება - ჩვენი კომპანია მაღალპროფესიულ დონეზე ახორციელებს კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას სასამართლოში და სააღსრულებო წარმოების სტადიაზე.
ამჟამად „საკრედიტო ბიურო“ გთავაზობთ ახალ მომსახურეობას - დავალიანებათა გამოსყიდვას, რომელიც ჩვენი საქმიანობის პერსპექტიული მიმართულებაა.
საკრედიტო ბიურო © 2012
ყველა უფლება დაცულია